„ნებისმიერი საუბარი მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაზე არის ფალსიფიკაცია, სიცრუის ტირაჟირება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.

„ამის არც ერთი ფაქტი და არგუმენტი არ არსებობს და ესეც მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნებით არის მოტივირებული, რომ რამენაირად კანონის უზენაესობა არ იყოს უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ადამიანი არის დამნაშავე, რომელიც არ ინანიებს საკუთარ დანაშაულს და, შესაბამისად, ის კანონის სრული დაცვით აგებს პასუხს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

გაზიარება