გიორგი ამილახვარი: "გუშინ სააკაშვილმა შტურმი მიიტანა სასამართლოზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ის და "ნაცმოძრაობა" პირდაპირ ატარებენ რუსეთის ინტერესებს"
img
  • 14 იანვარი, 2022 13:55


გიორგი ამილახვარი: "გუშინ სააკაშვილმა შტურმი მიიტანა სასამართლოზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ის და "ნაცმოძრაობა" პირდაპირ ატარებენ რუსეთის ინტერესებს"

ფონტის ზომა

TT




"გუშინ ბრალდებულმა პატიმარმა სააკაშვილმა შტურმი მიიტანა ხელისუფლების ერთ-ერთ დამოუკიდებელ შტოზე, რომელზეც დგას სახელმწიფო - სასამართლო ხელისუფლებაზე", -განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს; ასევე, აუგად მოიხსენია მთელი ინსტიტუცია.

"მას წარმოუდგენიაზ როგორც ეს მისი მმართველობის დროს იყო, - რომ მოსამართლე უნდა იყოს ნოტარიუსის ფუნქციების მატარებელი; ისევე, როგორც პოლიციელს ექცეოდა თავის დროზე და სხვა ყველა საჯარო მოხელეს, მას წარმოუდგენია, რომ მისი მმართველობიდან უკვე 9 წლის შემდეგაც ასე უნდა იყოს.

ბუნებრივია, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ვინაიდან სასამართლო - ეს არის დამოუკიდებელი შტო და კიდევ უფრო ნიშანდობლივია, რომ არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ასე იქადნის მაღალფარდოვნად მართლმსაჯულების რეფორმაზე და გარკვეულ რეკომენდაციებსაც გვაძლევს "ქართულ ოცნებას", არც ერთ მათგანს არანაირი კომენტარი და არც შეფასება არ გაუკეთებია მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ იერიშზე, რომელიც მან სასამართლო ხელისუფლებაზე მიიტანა.

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და შტოების შტურმი ამ ქვეყანაში და მათი შერყევა შედის მხოლოდ რუსეთის ინტერესებში და ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ  დავრწმუნდით, რომ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" პირდაპირ ატარებენ რუსეთის ინტერესებს", - განაცხადა ამილახვარმა.