მიხეილ სარჯველაძე: "სააკაშვილი შეცდომებს უწოდებს დანაშაულებს, რომლებიც ჩადენილია, მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაკნინების მიზნით"
img
  • 14 იანვარი, 2022 15:39


მიხეილ სარჯველაძე: "სააკაშვილი შეცდომებს უწოდებს დანაშაულებს, რომლებიც ჩადენილია, მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაკნინების მიზნით"

ფონტის ზომა

TT




"იმ ფორმის კომუნიკაცია, რასაც ადგილი ჰქონდა გუშინდელ სხდომაზე მოსამართლესა და სასამართლო სისტემასთან მიმართებაში, ცხადყოფს, რომ აბსოლუტურად იგივე ბრუტალურ ძალასთან გვაქვს საქმე, როგორიც იყო 2003 წლიდან 2012 წლის პირველი ოქტომბრის პერიოდის ჩათვლით", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„მიუხედავად განცხადებებისა, რომელიც გუშინ სასამართლო სხდომაზე გაკეთდა ექსპრეზიდენტის მიერ, - რომ აღარ გაიმეორებს დაშვებულ შეცდომებს და შეცდომებს უწოდებს დანაშაულებს, რომლებიც ჩადენილია, მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაკნინების მიზნით, რეალურად, ყველა ვხვდებით, ვისთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა სარჯველაძემ.