ფონტის ზომა
„უბრალოდ, მარტივი ანალიტიკაა საკმარისი იმისთვის, რომ დავასკვნათ - თუკი ვინმე დღეს ქართულ პოლიტიკაში რუსულ თამაშს თამაშობს, ეს გახლავთ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ის დესტრუქციული აქტივობები, რომელიც მრავლად არის ბოლოდროინდელ ქრონიკებში”, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე „ნაცმოძრაობის“ წევრის - ნონა მამულაშვილის განცხადებას, - რომ ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები რუსულ თამაშს თამაშობენ.
„თუნდაც ის დესტაბილიზაციის მცდელობები, რომელიც უხვად არის დაგროვილი, სამწუხაროდ, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს რუსეთს საქართველოსთან მიმართებით“, - აღნიშნა სარჯველაძემ.