პატრიარქი: "ადამიანების წინაშე მრავალი განსაცდელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანს ამ განსაცდელისგან ღმერთი იცავს"
img
  • 19 იანვარი, 2022 14:10


პატრიარქი: "ადამიანების წინაშე მრავალი განსაცდელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანს ამ განსაცდელისგან ღმერთი იცავს"

ფონტის ზომა

TT




საქართველოს კათალიკოს- პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა. როგორც უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა, ადამიანების წინაშე მრავალი განსაცდელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანს ამ განსაცდელისგან ღმერთი იცავს.

„გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. იკურთხება წყალი. ნაკურთხი წყალი უნდა იყოს შენარჩუნებული მთელი წლის განმავლობაში.

ნათლისღება არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ ყველა ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს. ეს მადლი უნდა მიიღოს ყოველმა ადამიანმა. ნათლისღება არის წმინდა სამების დღესასწაული. ხმა უფლის, მისი მადლი გარდამოდის ხალხზე და ეს მადლი იცავს ყველა ადამიანს ხილული და უხილავი მტრებისგან“, – აღნიშნა პატრიარქმა.

სადღესასწაულო წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ესწრებოდა.