დავით ზალკალიანი: "საქართველოს დაბრუნება წმინდა მიწაზე - ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა, რადგან ჩვენს ქვეყანას უკვე 300 წელია, არ ჰქონია საკუთრება ამ მიწაზე"
img
  • 19 იანვარი, 2022 17:55


დავით ზალკალიანი: "საქართველოს დაბრუნება წმინდა მიწაზე - ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა, რადგან ჩვენს ქვეყანას უკვე 300 წელია, არ ჰქონია საკუთრება ამ მიწაზე"

ფონტის ზომა

TT




„ვულოცავ სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაულს და ამ მართლაც ისტორიულ მოვლენას – მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანეს ნაპირზე საქართველოსთვის მიწის გადმოცემას“, - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, საქართველოს დაბრუნება წმინდა მიწაზე - ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა, რადგან ქვეყანას უკვე 300 წელია, არ ჰქონია ამ მიწაზე საკუთრება.

„მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით მიმდინარე ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, საქართველოს საელჩოს, იორდანიის მხარეს, მეფე აბდულას და პრინც ღაზ ბენ მუჰამედს და ჩემს კოლეგას – აიმან ალ საფადის. მათ ამ გადაწყვეტილებით აჩვენეს ორი ქვეყნის მეგობრობის უპრეცედენტო მაგალითი. მადლობა მინდა, ვუთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისა და უშუალო ჩართულობისთვის.

საქართველოს საელჩო ამ საკითხზე 2012 წლიდან, იორდანიაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტის დღიდან მუშაობს. 4 000 კვადრატულ მიწის ნაკვეთზე აშენდება კულტურული ცენტრი, რაც არის მართლაც სიმბოლური ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ისტორიულად, სახელმწიფოებრივი აღზევების ყველა ეტაპზე, როგორც ქრისტიანული სამყაროს კარიბჭეს, ყოველთვის ჰქონდა მისი საპატიო ადგილი წმინდა მიწაზე“, – წერს ზალკალიანი “ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე.