ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია რომ კოალიციაში არიან, უკვე არავისთვის არის დასამალი"
img
  • 20 იანვარი, 2022 14:33


ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია რომ კოალიციაში არიან, უკვე არავისთვის არის დასამალი"

ფონტის ზომა

TT




„ის, რომ „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია არიან ერთმანეთთან კოალიციაში, უკვე არავისთვის არის დასამალი და ისინი უკვე ღიად საუბრობენ, და არა მარტო საუბრობენ, იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის არჩევას.

„უკვე მეორე მუნიციპალიტეტში პირდაპირ კოალიცია გაფორმდა. პირველი იყო ჩხოროწყუ, მეორე არის წალენჯიხა. ამით იშიფრება ის, რასაც ვამბობდით ჯერ კიდევ მუნიციპალურ არჩევნებამდე - მათ შორის ჩამოყალიბებულია რეალური ალიანსი და ეს ფორმდება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში კოალიციის სახით“, - განაცხადა კობახიძემ.