ირაკლი კობახიძე: "კელი დეგნანთან შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, შიდა პოლიტიკური და რეგიონში მიმდინარე პროცესები განვიხილეთ"
img
  • 20 იანვარი, 2022 14:36


ირაკლი კობახიძე: "კელი დეგნანთან შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, შიდა პოლიტიკური და რეგიონში მიმდინარე პროცესები განვიხილეთ"

ფონტის ზომა

TT




„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის - ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის ელჩთან - კელი დეგნანთან შეხვედრაზე შედგა ძალიან მეგობრული საუბარი, მათ შორის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

კობახიძის თქმით, საუბარი ასევე შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„ვისაუბრეთ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. რა თქმა უნდა, ყველას გვაინტერესებს, როგორ წარიმართება მოვლენები, პირველ რიგში, უკრაინის გარშემო და ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები. საუბარი გვქონდა, ძირითადად, ამ თემაზე. ასევე შევეხეთ შიდა პოლიტიკურ პროცესებს, განვითარების პერსპექტივებსა და პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის საკითხებს. ვისაუბრეთ საპარლამენტო დღის წესრიგზე და საპარლამენტო დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია საკონსტიტუციო ცვლილებებიც. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები და ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა კობახიძემ.