კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 56 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა
img
  • 21 იანვარი, 2022 16:52


კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 56 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

ფონტის ზომა

TT




თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 56 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადასცა.

მოწმობები აღნიშნულ ოჯახებს იმ საცხოვრებელი ფართობების დაკანონების შემდეგ გადაეცათ, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.

„ჩვენ ამ პროგრამას ვაგრძელებთ. ეს 2017 წლის ჩემი საარჩევნო დაპირება იყო და საკმაოდ წარმატებული პროგრამაა. უკვე 2 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. ამ ადამიანებისთვის, დაახლოებით, სამასი მილიონის ქონებაა გადაცემული“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა მსგავსი პრობლემის მქონე მოქალაქეებს მოუწოდა, მიმართონ თავიანთი რაიონების გამგეობებს, სადაც მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საცხოვრებელი ფართობის დაკანონებისთვის საჭირო დოკუმენტებისა და პროცედურების შესახებ. 

კალაძემ ამ ოჯახებს პრობლემის მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემის ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე ესწრებოდნენ.