ნინო გიორგობიანი: "ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს, რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს ის"
img
  • 26 თებერვალი, 2022 11:48


ნინო გიორგობიანი: "ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს, რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს ის"

ფონტის ზომა

TT




"ვაკვირდები შეფასებებს, რაც პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გაკეთდა. ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს და თავის თავზე იღებს დარტყმებს. ამბობს სიმართლეს, რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს ის",- წერს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი "ფეისბუკის" გვერდზე. 
 
"მან თქვა რომ:
• საქართველოს არავითარი საფრთხე არ ემუქრება; მან განაცხადა, რომ საქართველოში ვახორციელებთ ეროვნულ, პრაგმატულ პოლიტიკას; ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და გაუთვლელი პოლიტიკა საქართველოში დასრულდა.
• ეროვნული ინტერესების და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს რუსეთისთვის დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს შეუერთდეს;
• ოპოზიციის ამოცანაა, პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების განმეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მათ ვერ აირიდეს.
• პიარისთვის უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვასა და პარლამენტში მისვლას არ აპირებს;
• უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს, რადგან ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემია, უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია და არათუ ის, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში;
• პრემიერის დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრი ჩართული იყო და ევროკავშირის ეგიდით ორგანიზებულ ეუთოს მინისტერიალზე მიიღო მონაწილეობა; ასევე, ევროსაბჭოში საქართველომ უკრაინის მიმართ სრული სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა;
• პრემიერის დავალებით, უკრაინის ელჩს საქართველოში, გზავნილი გადასცეს, რომ საქართველო მზად არის, ჩვენს ქვეყანაში მყოფ უკრაინელ მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს, ეს პროცესი გაგრძელდება საქართველოს შესაძლებლობების ფარგლებში;
• მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეროვნულ და პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს და არცერთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ეროვნულ ინტერესებს.
p.s სანამ რამეს დაწერთ, იქნებ მოვლენების ქრონოლოგიას გაადავლოთ ხოლმე თვალი. აგვისტოს ომის დროს როდის ჩამოვიდნენ ლიდერები? მაშინ, როდესაც საომარი მოქმედებიბი დასრულდა...
p.s.s სხვათა შორის, ომის დროს აირზენაში ვმუშაობდი და ზუსტად მახსოვს ის ხალხი, ვინც პირადად ჩემთან რეკავდა და საქართველოდან წასასვლელ ბილეთს მთხოვდა ნებისმიერი მიმართულებით... ბილეთს, ოღონდ მხოლოდ ერთ გზას..." - წერს გიორგობიანი.