ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან თანამშრომლობით 200-მდე უკრაინის მოქალაქეს დახმარება გაუწია
img
  • 26 თებერვალი, 2022 13:45


ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან თანამშრომლობით 200-მდე უკრაინის მოქალაქეს დახმარება გაუწია

ფონტის ზომა

TT




პრემიერის დავალებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან თანამშრომლობით 200-მდე უკრაინის მოქალაქეს დახმარება გაუწია. 

უკრაინელი ტურისტები, რომლებიც ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან. უკრაინელი ტურისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან მათ პირველივე წუთებში დაუკავშირდნენ და დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს.

უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად ტურიზმის ადმინისტრაციაში ამოქმედებულია უფასო ცხელი ხაზი.