უკრაინის ელჩი საქართველოში: "ქართველები, უკრაინელები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, ასევე საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებენ, რათა უკრაინელებს გაუწიონ დახმარება"
img
  • 26 თებერვალი, 2022 14:11


უკრაინის ელჩი საქართველოში: "ქართველები, უკრაინელები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, ასევე საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებენ, რათა უკრაინელებს გაუწიონ დახმარება"

ფონტის ზომა

TT




"ჩვენ მადლიერი ვართ ყველანაირი დახმარებისთვის, მხარდაჭერისთვის - საქართველოში ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ",- განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების დახმარებისთვის. 

„იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ავიამიმოსვლა უკრაინასთან, ასეულებით, მე მგონი უფრო მეტი უკრაინის მოქალაქე ჩარჩა საქართველოში. ქართველები, უკრაინელები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, ასევე საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებენ, რათა უკრაინელებს გაუწიონ დახმარება. საქართველოს მთავრობამ გახსნა ცხელი ხაზი უკრაინის მოქალაქეებისთვის და აკეთებს ყველაფერს, რათა განათავსოს უკრაინის მოქალაქეები უფასოდ. მცირე საშუალო და მსხვილი სასტუმროების მეპატრონეები გვეკითხებიან, რა შეიძლება გავაკეთოთ თქვენი მოქალაქეებისთვის და ყველაფერს აკეთებენ, რომ განათავსონ ისინი“, – განაცხადა ელჩმა.