საგარეო საქმეთა სამინისტრო: " უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს"
img
  • 26 თებერვალი, 2022 14:34


საგარეო საქმეთა სამინისტრო: " უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს"

ფონტის ზომა

TT




საქართველოს საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების "ფეისბუკის" გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები – საქართველოს საელჩო კიევში და გენერალური საკონსულო ოდესაში მუშაობას აგრძელებენ საგანგებო რეჟიმში და მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა, მაქსიმალურ დახმარებას უწევენ უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

„24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, რომელზეც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

საქართველოს საელჩო, კიევი:
+380 (63) 376 77 68
+380 (44) 590 69 50
+380 (93) 544 01 17
+380 (63) 376 73 64
+380 (63) 511 73 25

გენერალური საკონსულო, ოდესა:
+ 380 (63) 176 75 55
+380 (93) 761 17 17

საგარეო საქმეთა სამინისტრო:
+995 (32) 2 94 50 50“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.