ფონტის ზომა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა თანადგომა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მათი დახმარებისთვის.
„კიდევ ერთი მძიმე და გმირული ღამე ჰქონდათ უკრაინისა და მისი დედაქალაქის კიევის დამცველებს. 21-ე საუკუნისთვის უპრეცედენტო რამ მოხდა: მსგავსი მასშტაბის აგრესია მეზობელ სახელმწიფოზე ყველასთვის მოულოდნელი იყო. თუმცა, რუსეთისგან არაფერი მოულოდნელი არ არის. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა და ჩვენი თანადგომა ამ მძიმე დღეებში უკრაინას, მის ხალხსა და ხელისუფლებას! ყველაფერს ვაკეთებთ მათი დახმარებისთვის“, - განაცხადა სუბარმა.