პრემიერის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ტურისტები, რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან, სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან
img
  • 27 თებერვალი, 2022 11:44


პრემიერის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ტურისტები, რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან, სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან

ფონტის ზომა

TT




პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ტურისტები, რომლებიც ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან.

მთავრობის მეთაურის დავალებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით დახმარება უკვე გაუწია 200-ზე მეტ უკრაინის მოქალაქეს. უკრაინელი ტურისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან მათ პირველივე წუთებში დაუკავშირდნენ და დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს. უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად ტურიზმის ადმინისტრაციაში ამოქმედებულია უფასო ცხელი ხაზი.