მთავრობის გადაწყვეტილებით, საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება
img
  • 07 სექტემბერი, 2020 15:55


მთავრობის გადაწყვეტილებით, საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება

საქართველოში საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება. ამასთან დაკავშირებით განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისივე განმარტებით, რვადღიანი კარანტინის შემდეგ პირს ჩაუტარდება PCR- ტესტირება და, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მეცხრე დღეს კარანტინს დატოვებს. თუმცა, მოქალაქე ვალდებული იქნება, განმეორებითი ტესტირება მე-12 დღეს ჩაიტაროს.

''თავისუფლებას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რაც შეიძლება სწრაფად, რაც მთავარია, ჯანმრთელად დაუბრუნდნენ ოჯახებს და სოციალურ ცხოვრებას“, – აღნიშნა გახარიამ.