ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ყალბი მტკიცებულება - წყარო, რომელმაც რამიშვილს ყალბი ფოტო მიაწოდა, ბაჩალიაშვილების ადვოკატს სატელეფონო კონტაქტებში „ყარაბახის“ სახელით ჰყავს ჩაწერილი
  • 09 სექტემბერი, 2020 14:09


ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ყალბი მტკიცებულება - წყარო, რომელმაც რამიშვილს ყალბი ფოტო მიაწოდა, ბაჩალიაშვილების ადვოკატს სატელეფონო კონტაქტებში „ყარაბახის“ სახელით ჰყავს ჩაწერილი

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებული სატელიტის ფოტოები ყალბი აღმოჩნდა. ინტერნეტსივრცეში მოიპოვება აღნიშნული სატელიტის მიერ გადაღებული ანალოგიური ფოტო, რომელიც არა 2020 წლის ივლისში, არამედ 2019 წლის ნოემბერშია გადაღებული.

 


სოციალურ ქსელში სპეციალისტები წერენ, რომ გასაჯაროებული ფოტოები დამონტაჟებულია და რეალობას არ ასახავს. ყალბი ფოტომასალა რამიშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გუშინ გაასაჯაროვა და ცდილობდა, ამ "მტკიცებულებით" საზოგადოებაში აზრი შეექმნა, თითქოს ბაჩალიაშვილის ავტომანქანა მაწევანის ტყეში იმ ადგილას არ ყოფილა, სადაც მოგვიანებით ცხედარი აღმოაჩინეს.

 



ვინ მიაწოდა ფოტომასალა, ადვოკატს არც მედიასთან და არც მოგვიანებით - პროკურატურაში გაუმჟღავნებია, თუმცა კადრებში ჩანს, რომ წყარო, რომელმაც ადვოკატს გაყალბებული ფოტო მიაწოდა, რამიშვილს კონტაქტებში „ყარაბახის“ სახელით ჰყავს ჩაწერილი. ყარაბახის ხსენებასა და ჟურნალისტის კითხვაზე დღეს ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი გაღიზიანდა და თქვა, რომ ეს მისი პირადი საქმეა.