ვენეციის კინოფესტივალის 2020 წლის გამარჯვებულები ცნობილია
img
  • 13 სექტემბერი, 2020 12:39


ვენეციის კინოფესტივალის 2020 წლის გამარჯვებულები ცნობილია

ფონტის ზომა

TT


ვენეციის რიგით  77-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 12 სექტემბერს, 10-დღიანი მარათონის შემდეგ  დასრულდა. ეს პირველი დიდი ფესტივალია, რომელიც Covid 19-ის პანდემიის შეზღუდვების შემდეგ "ფიზიკურად" ჩატარდა. 

ფესტივალის მთავარი პრიზი - "ოქროს ლომი" საუკეთესო ფილმისთვის  ჩინელი რეჟისორის - ქლოი ჟაოს  "Nomadland-ს" გადაეცა. ეს რეჟისორის მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც,  ნევადას სამრეწველო სოფელში მიმდინარე ეკონომიკური კოლაფსის პარალელურად, მთავარი გმირის - ფერნის ცხოვრებას შეეხება. 

"ვერცხლის ლომი" გადაეცა იაპონელ რეჟისორს - კიოში კუროსავას ფილმისთვის "Wife of a Spy". ჟიურის გრან-პრი მექსიკელ მიშელ ფრანკოს, ჟიურის საპატიო პრიზი კი - ანდრეი კონჩალოვსკის ხვდათ წილად.