ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს მართლაც დიდი პროგრესი აქვს ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე
img
  • 15 სექტემბერი, 2020 09:52


ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს მართლაც დიდი პროგრესი აქვს ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე

ფონტის ზომა

TT


„საქართველოს მართლაც დიდი პროგრესი აქვს ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე. საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა„ ქრონიკაში“.

„ჩვენ ქართველ ხალხს ყოველთვის სოლიდარობას ვუცხადებთ და ვართ საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი. დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება მოახერხებენ დემონსტრირებას და დაამტკიცებენ, რომ საქართველოს მართლაც დიდი პროგრესი აქვს. ეს, დიდწილად, ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებში ყოველთვის არის საფრთხე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების’’, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა და საქართველოს წარმატება უსურვა.

მისივე თქმით, პანდემიის გამო ამოქმედებული მკაცრი რეგულაციებიდან გამომდინარე,  საქართველოში სტუმრობის გეგმები არ აქვს.

საქართველოში არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.