პრემიერ-მინისტრი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
img
  • 16 სექტემბერი, 2020 10:18


პრემიერ-მინისტრი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს (UNWTO) სხდომას მასპინძლობს. სხდომა სიტყვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. ის ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და აღნიშნა, რომ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ესპანეთის საზღვრებს გარეთ, რომელიც სხდომას მასპინძლობს.

„მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენთვის უდიდესი პატივია თქვენი მასპინძლობა. საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას აკავშირებს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც სულ უფრო და უფრო ნაყოფიერი ხდება. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სხდომა პირველად ტარდება ესპანეთის საზღვრებს გარეთ და სწორედ საქართველოში“, - განაცხადა პრემიერმა.

მან აღნიშნა, რომ პანდემიის გამო ტურიზმს უდიდესი ზიანი მიადგა, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა წინა წლებში ქვეყანა ტურიზმის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი იყო.