ბათუმში, კლინიკა ''მედცენტრში'' ორ ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა
img
  • 16 სექტემბერი, 2020 10:24


ბათუმში, კლინიკა ''მედცენტრში'' ორ ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში, კლინიკა „მედცენტრში“ კორონავირუსით ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდინფიცირებულები კლინიკის ექთანები არიან. ინფიცირების წყაროს ამ დრომდე იკვლევენ.

ამასთან, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ით ინფიცირებული 141 პაციენტი გადის მკურნალობას.

„შემოვიდა კორონავირუსით ინფიცირებული 22 ახალი პაციენტი. დღეს დილისთვის იმყოფება 141 კოვიდინფიცირებული. 9 პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. აქედან 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი 5-ის კი საშუალო სიმძიმისაა“, - აცხადებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე გია კიკაბიძე.