საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
img
  • 16 სექტემბერი, 2020 10:30


საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 196-ით გაიზარდა და საერთო რიცხვი 2 758 გახდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 31 პაციენტი. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 412-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.