გიორგი გახარია: ტურისტულ სექტორს გვერდით დავუდგებით სხვადასხვა პროგრამით, საგადასახადო ვალდებულებების გადავადებით თუ სხვა შეღავათებით
img
  • 16 სექტემბერი, 2020 10:38


გიორგი გახარია: ტურისტულ სექტორს გვერდით დავუდგებით სხვადასხვა პროგრამით, საგადასახადო ვალდებულებების გადავადებით თუ სხვა შეღავათებით

ფონტის ზომა

TT


„ჩვენი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში ტურიზმს ერთ-ერთი წამყვანი როლი ჰქონდა და ექნება, სანამ გლობალურად ტურიზმის სექტორის აღდგენის ტენდენციები არ გამოჩნდება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, საქართველომ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავიდანვე ორი უმთავრესი მიზანი დაისახა: საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა და ეკონომიკის გადარჩენა.

„ჩვენ ტურისტულ სექტორს გვერდით ვედექით და დავუდგებით სხვადასხვა პროგრამით, შეღავათიანი გადავადებით თუ სხვა ინსტრუმენტით. საქართველომ შეძლო მწვანე სტატუსის მოპოვება და საერთაშორისო არენაზე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა დღეს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, პოსტკრიზისულ პერიოდში დავიწყოთ ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი. პოსტკრიზისული ეკონომიკის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოსთვის, სწორედ, ტურიზმის აღდგენის ტენდენციები იქნება და ჩვენი სურვილია, ამ პროცესში ვიყოთ პიონერები, რის საფუძველსაც გვაძლევს ტურისტულ სექტორში უსაფრთხოების კუთხით დაგროვილი გამოცდილება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.