ლევან დავითაშვილი: ამ რთულ პერიოდში ჩაუბარებელი არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება
img
  • 16 სექტემბერი, 2020 14:45


ლევან დავითაშვილი: ამ რთულ პერიოდში ჩაუბარებელი არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება

„დღეში ათი ათას ტონაზე მეტი ყურძნის ჩაბარება და გადამუშავება ხდება. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვები ამ პირობებში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ რთველი წარმატებით დასრულდება.