ეკატერინე ტიკარაძე: მივიღეთ გადაწყეტილება, აჭარაშიც გავატაროთ გამკაცრებული ღონისძიებები
img
  • 16 სექტემბერი, 2020 15:17


ეკატერინე ტიკარაძე: მივიღეთ გადაწყეტილება, აჭარაშიც გავატაროთ გამკაცრებული ღონისძიებები

ჯანდაცვის მინისტრის  ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში ინფიცირებულთა ინციდენტობა 14 ნიშნულს აღემატება, რაც ამ რეგიონში ინფექციის გავრცელების პროცესს ყურადსაღებს ხდის.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, აჭარაშიც გავატაროთ ის გამკაცრებული ღონისძიებები, რომელიც დღემდე ტარდებოდა სხვადასხვა რეგიონში, სადაც აფეთქების კერები იყო. იქნება უფრო მეტად გამკაცრებული მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე როგორც ტრანსპორტში, ისე დახურულ სივრცეებში. ასევე, გადავამოწმებთ სატრანსპორტო ნაკადების მართვაზე პასუხისმგებელ სუბიექტებსა და კომპანიებს", - განაცხადა ტიკარაძემ.