სოციალური ღონისძიებების შეზღუდვის შედეგად შესაბამის ინდუსტრიაში დასაქმებული მოქალაქეების მხარდაჭერაზე მთავრობა მუშაობს
img
  • 16 სექტემბერი, 2020 15:19


სოციალური ღონისძიებების შეზღუდვის შედეგად შესაბამის ინდუსტრიაში დასაქმებული მოქალაქეების მხარდაჭერაზე მთავრობა მუშაობს

 

'’ბუნებრივია, ვაცნობიერებთ, რომ ბოლო დღეებში დაწესებული შეზღუდვებით, განსაკუთრებით -  სოციალურ ღონისძიებებთან მიმართებით, ჩვენი მოქალაქეების ნაწილმა, რომლებიც ამ ინდუსტრიაში იყვნენ ჩართულები და გარკვეულ შემოსავალს იღებდნენ, გარკვეული ზარალი განიცადეს. მთავრობა ინტენსიურად მუშაობს, რათა ეს პრობლემები ამ ადამიანებს რაც შეიძლება სწრაფად მოუგვარდეთ.

ძალიან ვფრთხილობთ, რომ კანონის ჩარჩოებში მაქსიმალურად მოვექცეთ, რადგან ვიმყოფებით წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში და არ უნდა გახდეს ეს თემა სპეკულაციის საგანი, თუმცა, ამ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს და შეგვიძლია ეს ადამიანები დავამშვიდოთ’’,-განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.