ივანე მაჭავარიანი: ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება
img
  • 16 სექტემბერი, 2020 16:26


ივანე მაჭავარიანი: ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება

“წლის ბოლოსკენ საკმაოდ დაბალ და ნორმალიზებულ მაჩვენებელს დავუბრუნდებით ინფლაციის კუთხით და არ ველოდებით იმ ზღვარზე მნიშვნელოვნად გადაცდენას, რასაც ეროვნული ბანკი თავის მიზნობრივ მაჩვენებლად აღიარებს ხოლმე”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ლარის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება და, საჭიროების შემთხვევაში, ამ საქმეში ეროვნული ბანკი ჩაერთვება.

"დღეს გააკეთა განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც და გამოთქვა მზაობა, რომ ამისთვის გამოყოფილია რეზერვები და, თუ დასჭირდა ჩარევა, ეროვნული ბანკი ჩაერევა. დღემდე ეროვნულ ბანკს 300 მილიონზე მეტი ლარი აქვს დახარჯული იმისათვის, რომ ეს პერიოდული მერყეობები და შოკები, რომელიც პანდემიასთან ერთად განხორციელდა, ემართა, ამიტომ ამ მხრივ ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.