კელი დეგნანი: საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განახორციელა და ახლა მნიშვნელოვანია მიღებული კანონის იმპლემენტაცია
img
  • 16 სექტემბერი, 2020 16:29


კელი დეგნანი: საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განახორციელა და ახლა მნიშვნელოვანია მიღებული კანონის იმპლემენტაცია

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მოქალაქეებს საარჩევნო პროგრამების გაცნობისკენ, პარტიების წარმომადგენლებს კი ღიაობისკენ მოუწოდებს.   

„საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განახორციელა და ახლა მნიშვნელოვანია  მიღებული კანონის იმპლემენტაცია.

ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას. ასევე, მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება. რაც შეეხება კოვიდს, მე როგორც ვიცი, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამზადებს გარკვეულ ღონისძიებებს და მიიღებს ზომებს, იქნება ეს ადგილობრივ საარჩევნო უბნებსა თუ სხვაგან, რათა ხმის მიცემა განხორციელდეს უსაფრთხოდ.

ძალიან მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა მოუსმინოს ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამას და მათ პლატფორმას. აშშ-ში დებატები არის ერთ-ერთი ძირითადი პლატფორმა, რათა ამომრჩეველმა პარტიებისგან სხვადასხვა ინფორმაცია მიიღოს. მე ყველა პარტიის წარმომადგენელს ღიაობისკენ მოვუწოდებ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.