ჯანდაცვის მინისტრი აჭარაში მოქმედი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა
img
  • 16 სექტემბერი, 2020 17:52


ჯანდაცვის მინისტრი აჭარაში მოქმედი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

COVID-19-ის მართვაში აჭარაში ახალი კლინიკები ჩაებმებიან. ასევე, გაიზრდება ამ სამკურნალო დაწესებულებების საწოლფონდი. 

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, ამირან გამყრელიძესთან ერთად, აჭარაში მოქმედი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.
მინისტრის თქმით, იმ სამედიცინო დაწესებულებებიდან, სადაც არ აქვთ კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლევის ჩატარების საშუალება, პაციენტებს ამ კვლევების შესაძლებლობების მქონე სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანენ.

„სამინისტრო, თითქმის მთელი შემადგენლობით, აქ ვართ, რათა აღმოვფხვრათ ის ხარვეზები, რომლებიც არსებობს, თუმცა ეს არის ხარვეზები, რომელიც პანდემიას თან ახლავს და რასაც ვერ გაექცნენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები. ჩვენ ყველა ერთად ვართ წინა ხაზზე და ერთად უნდა გადავჭრათ ყველა საკითხი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, ბათუმში რჩება მისი მოადგილე თამარ გაბუნია, რომელიც პროცესებს უშუალოდ უხელმძღვანელებს.