ირაკლი ანთაძე ხვიჩა მღებრიშვილზე: ვიზუალურად, ძალადობის კვალი არ აღენიშება
img
  • 25 სექტემბერი, 2020 14:13


ირაკლი ანთაძე ხვიჩა მღებრიშვილზე: ვიზუალურად, ძალადობის კვალი არ აღენიშება

ფონტის ზომა

TT


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის - ირაკლი ანთაძის თქმით, ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულ ხვიჩა მღებრიშვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

როგორც ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია.

“ამ ეტაპზე, როგორც თავად განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. გარემოებებიდან გამომდინარე, იგი ექვემდებარება საკარანტინე სივრცეში გადაყვანას, ამიტომ არ მოგვეცა დეტალური საუბრის საშუალება, მაგრამ საკარანტინე პერიოდის ამოწურვის შემდეგ ეს საშუალება ჩვენ გვექნება და, შესაბამისად, გვექნება მეტი ინფორმაცია და მეტი დეტალი უკანონო პატიმრობაში მის ყოფნასთან დაკავშირებით. ვიზუალურად, ძალადობის ნიშნები არ აღენიშება”,- აღნიშნა ანთაძემ.

ცნობისთვის: საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ის მიმდინარე წლის 3 ივლისს დააკავეს.