პროკურატურამ დავით ფურცხვანიძე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავა
img
  • 25 სექტემბერი, 2020 14:42


პროკურატურამ დავით ფურცხვანიძე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავა

ფონტის ზომა

TT


მთავარმა პროკურატურამ დავით ფურცხვანიძე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავა.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დაკავებულმა 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტური ფოტოსურათები ვებგვერდ - zoom.earth-დან  „სკაიპის“ საშუალებით მიიღო და მის შვილს დაამუშავებინა, შემდეგ კი სოციალური ქსელ  “ვოთსაფში“ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს - მიხეილ რამიშვილს გაუგზავნა. 

საგამოძიებო უწყების ცნობით, ფოტოებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ფოტოსურათები არის ყალბი და დამზადებულია მონტაჟის გზით.

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც  მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დღეს დააკავეს.

აღნიშნული საქმე თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებიდან ცალკე გამოიყო.