სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: საერთაშორისო პარტნიორების როლი და ჩართულობა კონსტრუქციული დიალოგისა და სტაბილურობის მხარდაჭერაში აღსანიშნავია
img
  • 25 სექტემბერი, 2020 16:30


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: საერთაშორისო პარტნიორების როლი და ჩართულობა კონსტრუქციული დიალოგისა და სტაბილურობის მხარდაჭერაში აღსანიშნავია

ფონტის ზომა

TT


''ხვიჩა მღებრიშვილის უკანონო დაკავების პირველივე დღიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყველა შესაბამის უწყებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული მიმდინარე პროცესებში’’,-ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. უწყების ცნობით, მღებრიშვილის საკითხი აქტიური განხილვის საგანს წარმოადგენდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატში გამართულ შეხვედრებზე.

"აღსანიშნავია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების როლი და ჩართულობა როგორც ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების საკითხში, ისე ზოგადად, აღნიშნული მიმართულებით კონსტრუქციული დიალოგისა და სტაბილურობის მხარდაჭერაში’’, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 3 ივლისს დააკავეს.  ე.წ. საზღვარი მღებრიშვილმა უკვე გადმოკვეთა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ოჯახში კი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდეგ დაბრუნდება.