ხვიჩა მღებრიშვილი: ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა
img
  • 25 სექტემბერი, 2020 16:44


ხვიჩა მღებრიშვილი: ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა

ფონტის ზომა

TT


ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულმა  ხვიჩა მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ცხინვალში პატიმრობაში ყოფნისას კარგად ექცეოდნენ და პრობლემა არ ჰქონია.

„არცევში მივდიოდი, ტელეფონზე მისმენდნენ, მელოდებოდნენ. სანამ შევიდოდი, დაახლოებით 100 მეტრში დამიჭირეს და ცხინვალში წამიყვანეს.  ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა. რა ლაბორატორია? ინგლისური არ ვიცი. რა ამერიკელები?

ვნახე ქართველები, კარგად არიან. გამოსვლას ელოდებიან“, - განაცხადა ხვიჩა მღებრიშვილმა.

ცნობისთვის: საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 3 ივლისს დააკავეს. მისი დაკავების შემდეგ ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მღებრიშვილის მათ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზი ღამურები იყო. მათივე მტკიცებით, ის დასახლებულ პუნქტებში ღამურების მოძებნას აპირებდა - შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე თითო ღამურის 5 000 აშშ დოლარად რეალიზაციის მიზნით.