საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი გახდა
img
  • 25 სექტემბერი, 2020 16:36


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი გახდა

ფონტის ზომა

TT


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გენერალურ დირექტორად, ღია კენჭისყრით, თინათინ ბერძენიშვილი აირჩია. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ერთი ხმა ხათუნა ლაგაზიძემ მიიღო, ხოლო ირმა სოხაძემ – არც ერთი.

თინათინ ბერძენიშვილი საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო, ხოლო ამჟამად გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს.

არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ტურში გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება სამეურვეო საბჭომ გუშინ გამართა.

გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებული ღია კონკურსი 17 სექტემბერს დასრულდა. კონკურსში რვა კანდიდატი მონაწილეობდა.