ქართული თხილის ექსპორტი 74%-ით გაიზარდა
img
  • 25 სექტემბერი, 2020 17:30


ქართული თხილის ექსპორტი 74%-ით გაიზარდა

ფონტის ზომა

TT


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 4 466 ტონა თხილი, რაც 74%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.

სამინისტროს ცნობით, ქართული თხილის საექსპორტო ბაზრებს ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენს.

საექსპორტო მონაცემები ასე გამოიყურება: გერმანია – 1392. 9 ტონა, იტალია – 808. 8 ტონა, ჩეხეთი – 2803 ტონა, ესპანეთი – 165 ტონა, პოლონეთი – 192 ტონა, საფრანგეთი – 125 ტონა, ლიეტუვა – 143. 7 ტონა, საბერძნეთი – 34. 7 ტონა, ავსტრია – 22 ტონა, ესტონეთი – 22 ტონა და ლატვია – 21 ტონა.

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე სომხეთიში – 255. 8 ტონა, რუსეთში – 268. 0 ტონა, უკრაინაში – 83. 7 ტონა, ბელარუსში – 102. 5 ტონა, ბრაზილიაში – 74. 0 ტონა, მექსიკაში – 53. 0 ტონა და დიდ ბრიტანეთში – 22 ტონა.

სამინისტროს ინფორმაციით, წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო. სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო. 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა.

Covid-19-ის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს.