არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობის“ ქცევა აჩვენებს, რომ ადამიანი მათთვის ნულოვანი ღირებულებისაა და რევანშისთვის საკუთარ მხარდამჭერებსაც გაწირავენ
img
  • 17 ოქტომბერი, 2020 10:36


არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობის“ ქცევა აჩვენებს, რომ ადამიანი მათთვის ნულოვანი ღირებულებისაა და რევანშისთვის საკუთარ მხარდამჭერებსაც გაწირავენ

ფონტის ზომა

TT


პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აჭარაში, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მხარდამჭერებთან შეხვედრის ფაქტს ეხმაურება და "ფეისბუკის" გვერდზე წერს.  მისი თქმით, ხელისუფლებამ ჯანდაცვის პროფესიონალების მძიმე შრომის შედეგად, რეგიონში COVID-19-ის შემთხვევათა სტაბილიზაციას მიაღწია, ხოლო „ნაცმოძრაობამ“, ბათუმში ასეთი ფორმით მოქალაქეთა შეკრებით, უსაფრთხოების წესების დაარღვია. 

„ნაცმოძრაობის“ ქცევა აჩვენებს, რომ ადამიანი მათთვის ნულოვანი ღირებულებისაა და რევანშისთვის საკუთარ მხარდამჭერებსაც გაწირავენ. მაშინ, როდესაც ჯანდაცვის პროფესიონალების დაძაბული შრომის შედეგად, აჭარაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა სტაბილიზაციას მივაღწიეთ, ნაცმოძრაობამ ბათუმში შეკრიბა მოქალაქეები უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე. ეს არის საკუთარი ქვეყნის და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება!

კერძოდ: შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, ამის გამო აჭარაში (და სხვა რეგიონებშიც, რადგან ხალხის ნაწილი სავარაუდოდ ჩაყვანილი ჰყავდათ სხვა მუნიციპალიტეტებიდან) დიდი ალბათობით საჭირო იქნება ექიმების და სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო მეტად მობილიზება, ძალისხმევის გაორმაგება – ეს სამედიცინო რესურსები კი ამ დროს, მთელს ქვეყანაში სხვა მოქალაქეებს სჭირდებოდათ.

ამ პარტიის ქცევა აჩვენებს, რომ ადამიანი მათთვის ნულოვანი ღირებულების მატარებელია და რევანშისთვის ისინი საკუთარ მხარდამჭერებსაც გაწირავენ. შესაბამისად, ყველაფერი რასაც ადამიანებს პირდებიან – სიცრუეა“, – წერს თალაკვაძე.

ცნობისთვის, გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა, სადაც აჭარის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა.