საქართველოში Covid-19-ის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 4 ადამიანი
img
  • 17 ოქტომბერი, 2020 11:10


საქართველოში Covid-19-ის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 4 ადამიანი

ფონტის ზომა

TT


საქართველოში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 958-ით გაიზარდა და საერთო რიცხვი 16 285 გახდა. გარდაიცვალა კიდევ 4 ადამიანი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის - მარინა ენდელაძის განცხადებით, გარდაცლილი 4 პაციენტიდან ორი ბათუმის კლინიკაში მკურნალობდა, ხოლო ორი პაციენტი კი თბილისში. 

გამოჯანმრთელდა 214 პაციენტი. განკურნებულთა რაოდენობა სულ 7 827-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 900 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროებში 1388 მოქალაქე იმყოფება.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

ქვეყანაში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 128-ს შეადგენს.