საქართველოში COVID-19-ის 958 ახალი შემთხვევიდან 397 თბილისში, 232 კი იმერეთში გამოვლინდა
img
  • 17 ოქტომბერი, 2020 11:19


საქართველოში COVID-19-ის 958 ახალი შემთხვევიდან 397 თბილისში, 232 კი იმერეთში გამოვლინდა

ფონტის ზომა

TT


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის - მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში covid -19-ის 958  ახალი შემთხვევიდან 397 თბილისში დაფიქსირდა, 226 აჭარაში,  ხოლო იმერეთში კი 232 გამოვლინდა.

რაც შეეხება ინფიცირების სხვა შემთხვევებს, ენდელაძის ინფორმაციით, შიდა ქართლში დაფიქსირდა 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში -27, ქვემო ქართლში - 20, მცხეთა-მთიანეთში -15,  სამცხე-ჯავახეთში - 8, კახეთში - 13, გურიაში - 6, კახეთში-13 

ენდელაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 70-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. მისი თქმით, გარდაცვლილი 4 ადამიანიდან 2 ბათუმში მკურნალობდა, ხოლო ორი კი თბილისში. 

ცნობისთვის: ქვეყანაში COVID-19-ის  16 285 დადასტურებული შემთხვევაა.