გიორგი გახარია: პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის პატრიოტიზმი
img
  • 17 ოქტომბერი, 2020 11:55


გიორგი გახარია: პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის პატრიოტიზმი

ფონტის ზომა

TT


"საარჩევნო კამპანიისას უნდა გავიკეთოთ პირბადე, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე და უპასუხისმგებლო ქცევა ნიშნავს ქვეყნის განვითარების შეფერხებას", – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წალენჯიხაში, „ქართული ოცნების" აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარადგენისას.

„გამოწვევა გლობალურია, ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, ყველგან რეკორდულად იზრდება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ იმის პასუხისმგებლობა გვაქვს და გვესმის, როდესაც ერთად ვიკრიბებით, თუნდაც საარჩევნო კამპანიაში, რა თქმა უნდა უნდა გავიკეთოთ პირბადე, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ხანდაზმულების, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე, – აღნიშნა გახარიამ.