ლაშა ნაცვლიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე: "განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა, სხვათა შორის, სისხლის სამართლის დანაშაულია!"
img
  • 17 ოქტომბერი, 2020 13:19


ლაშა ნაცვლიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე: "განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა, სხვათა შორის, სისხლის სამართლის დანაშაულია!"

ფონტის ზომა

TT


"ქართული ოცნების” კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ბათუმში გამართულ აქციას დანაშაულად აფასებს და "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.  
 
"განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა, სხვათა შორის, სისხლის სამართლის დანაშაულია (იხილეთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლი). თანაც, ზუსტად იმავე პრინციპით არეგულირებს ამას კანონმდებელი, როგორც 308 მუხლს (ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა). "დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა"-ს უკვე დასრულებულ დანაშაულად მიიჩნევს, "შეყრა"-ს კი, ანუ შედეგს - დამაძიმებელ გარემოებად.
თუმცა, ხალხის განაჩენი უფრო მნიშვნელოვანია ახლა, ვიდრე რომელიმე კოდექსის - სასამართლო 31 ოქტომბერსაა ჩანიშნული!,"- წერს ნაცვლიშვილი.