გიორგი გახარია: უნდა დავიწყოთ ლებარდეს გზის აღდგენა, რათა კურორტი ლებარდე, როგორც საქართველოს ბრილიანტი, აქტუალური გახდეს
img
  • 17 ოქტომბერი, 2020 14:16


გიორგი გახარია: უნდა დავიწყოთ ლებარდეს გზის აღდგენა, რათა კურორტი ლებარდე, როგორც საქართველოს ბრილიანტი, აქტუალური გახდეს

ფონტის ზომა

TT


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მარტვილის მოსახლეობას, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წარუდგინა.  სიტყვით გამოსვლისას რეგიონში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. აღნიშნა მარტვილის რაიონის გაზიფიცირების, წყალმომარაგების, სკოლების რეაბილიტაციის პროექტები. პრემიერმა კურორტ ლებარდეს ტურისტულ პოტენციალის განვითარებაზეც ისაუბრა.

"უნდა დავიწყოთ ტალერი-ლებარდის გზის აღდგენა, რათა ლებარდე როგორც საქართველოს ბრილიანტი აქტუალური გახდეს. ლებარდეს განაშენიანების გეგმა 2-3 წლის უკან დავიწყეთ, უკვე დასრულებულია ეს პროექტი. ჩვენ ზუსტად ვიცით შემდგომი 4 წლის განმავლობაში რა უნდა გავაკეთოთ და რა არის მნიშვნელოვანი",-განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ტურიზმის გარდა, რეგიონში სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობაზეც გაამახვილა ყურადღება. 

"თუ ჩვენს მოქალაქეს ექნება სურვილი გადადგას პირველი ნაბიჯები, აიღოს გარკვეული რისკები თავის თავზე, დაიწყოს ბიზნესი და გლეხის მაგივრად გახდეს ძლიერი ფერმერი, სახელმწიფო გვერდში დაუდგება,"-აღნიშნა გახარიამ.  

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მომავალი 4 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მინიმუმ 20 მილიარდი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.