თორნიკე რიჟვაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღიურად ახერხებს ჩვენს გაოცებას, რადგან უკადრებელის მკადრებელი პოლიტიკური ძალაა
img
  • 17 ოქტომბერი, 2020 15:20


თორნიკე რიჟვაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღიურად ახერხებს ჩვენს გაოცებას, რადგან უკადრებელის მკადრებელი პოლიტიკური ძალაა

ფონტის ზომა

TT


„ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღიურად ახერხებს ჩვენს გაოცებას, რადგან უკადრებელის მკადრებელი პოლიტიკური ძალაა", – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გუშინ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით.

რიჟვაძის შეფასებით, ეპიდემიოლოგიურად ურთულეს მდგომარეობაში მყოფ ბათუმს „ზურგში დანა ჩაარტყეს“.

 "პიდემიოლოგიურად ურთულეს მდგომარეობაში მყოფ ქალაქს, განსაკუთრებით ბათუმს და ბათუმელებს ზურგში დანა ჩაარტყეს. ყველას მოვუწოდებ, იფიქრონ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მათ ამბიციებს ნუ გადააყოლებენ მოქალაქეთა ჯანმრთელობას.  მით უმეტეს, ეს მათთვის პოლიტიკურად წაგებული ბრძოლა იყო და გუშინ კიდევ ერთხელ გამყარდა ეს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.