ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: თუ ხალხის 95% პირბადეებს გამოიყენებს და სოციალურ დისტანციას დაიცავს, ევროპა თებერვლამდე დაახლოებით 281 000 ადამიანის დაღუპვას აიცილებს თავიდან
img
  • 17 ოქტომბერი, 2020 15:34


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: თუ ხალხის 95% პირბადეებს გამოიყენებს და სოციალურ დისტანციას დაიცავს, ევროპა თებერვლამდე დაახლოებით 281 000 ადამიანის დაღუპვას აიცილებს თავიდან

ფონტის ზომა

TT


მსოფლიო COVID-19-ის მეორე ტალღას ებრძვის. WHO-ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს აფრთხილებს, რომ მკაცრი შეზღუდვები „აბსოლუტურ აუცილებლობას“ წარმოადგენს ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად – წერს „ბიბისი“.

შეზღუდვები ხელახლა ამოქმედდა სხვადასხვა ქვეყნებში. საფრანგეთში, პარიზსა და რვა სხვა ქალაქში ინფიცირების დიდი ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა. პარიზისა და მისი შემოგარენის, ასევე მარსელისა და ლიონის ჩათვლით რვა სხვა ქალაქის მაცხოვრებლები შაბათიდან მინიმუმ ოთხი კვირის განმავლობაში ვეღარ შეძლებენ 21:00 საათიდან დილის 06:00-საათამდე აუცილებელი საჭიროების გარეშე სახლიდან გასვლას.

დღეიდან ლონდონში იკრძალება სახლებში შეკრება, რადგან გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი და ინგლისის სხვა ქალაქები უფრო მაღალი განგაშის პირობებში მოექცევიან.

საფრანგეთის მსგავსად  ინფიცირებულთა რაოდენობამ იმატა იტალიაში, პოლონეთსა და გერმანიაში. ეპიდემიის დაწყების დღიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა რუსეთშიც, დაიღუპა 286 ადამიანი.

ევროპის კონტინენტზე კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელმა დღეში 1 000 გარდაცვლილის ზღვრულ დონეს გადააჭარბა. WHO-ს  ევროპის მიმართულების დირექტორმა, ჰანს კლუგემ ვარაუდით, თუ ხალხის 95% პირბადეებს გამოიყენებს და სოციალურ დისტანციას დაიცავს, ევროპა თებერვლამდე დაახლოებით 281 000 ადამიანის დაღუპვას აიცილებს თავიდან. 

ევროპაში ვირუსით ინფიცირების პროგნოზი ოპტიმისტური არ არის. ჰანს კლუგემის ვარაუდით, თუ ევროპის ქვეყნების მთავრობები შეზღუდვებს შეარბილებენ, ვირუსის გავრცელების ტემპი 2021 წლის იანვრისთვის სიკვდილიანობის მაჩვენებელს ოთხჯერ ან ხუთჯერ გაზრდის.