თბილისის ბაგა-ბაღების თანამშრომლებს COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდებათ
img
  • 17 ოქტომბერი, 2020 16:27


თბილისის ბაგა-ბაღების თანამშრომლებს COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდებათ

ფონტის ზომა

TT


თბილისის  25 ბაგა-ბაღში COVID-19-ის შემთხვევების დაფიქსირების გამო, სააღმზრდელო პროცეში შეწყვეტილია. ინფიცირებულია შვიდი აღსაზრდელი და 18 თანამშრომელი. 

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანეის კახაბერ გვანცელაძის თქმით, დადასტურებული შემთხვევების მზარდი სტატისტიკის გამო, უახლოეს დღეებში თბილისის ბაგა-ბაღების თანამშრომლების ტესტირება დაიწყება. 

„დაავადებათა კონტროლის ცენტრთან კომუნიკაციის შედეგად, ჩვენ უახლოეს დღეებში ვგეგმავთ, რომ დავიწყებთ 11 000-ივე თანამშრომლის ტესტირებას. თუმცა პირველ ეტაპზე ეს იქნება შემთხვევითი შერჩევის მეთოდით და დაახლოებით 16%-ზე არის საუბარი, რომ დავიწყებთ სწორედ მათი ტესტირებით და ამის შემდეგ უკვე აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი გაივლოს ტესტირებას. 11 000 თანამშრომელი, რომელშიც შედის, როგორც აღმზრდელი, ასევე ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.