უბედური შემთხვევა ასპინძაში - 2 წლის ბავშვს მიკროავტობუსმა გადაუარა
img
  • 17 ოქტომბერი, 2020 17:09


უბედური შემთხვევა ასპინძაში - 2 წლის ბავშვს მიკროავტობუსმა გადაუარა

ფონტის ზომა

TT


უბედური შემთხვევა მოხდა ასპინძის სოფელ რუსთავში. ორ წლამდე ბავშვს მანქანამ გადაუარა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მცირეწლოვანი გაჩერებული მანქანის ქვეშ შეძვრა, მძღოლმა კი ამის შესახებ არაფერი იცოდა.

"რძეს რომ კრებს მოსახლეობაში, ფორდის მიკროავტობუსი, ეგ მანქანა იყო სახლთან გაჩერებული. ბავშვი არავის დაუნახავს. მძღოლი დაჯდა, დაქოქა და გადაუარა," - ამბობენ ადგილობრივები.

შსს-ს ინფორმაციით,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.