ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანებს: "ქედს ვიხრი მამაცი მეომრების წინაშე, თქვენ საფუძველი ჩაუყარეთ ჩვენი თავდაცვის ძალების გმირულ ისტორიას"
img
  • 17 ოქტომბერი, 2020 17:17


ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანებს: "ქედს ვიხრი მამაცი მეომრების წინაშე, თქვენ საფუძველი ჩაუყარეთ ჩვენი თავდაცვის ძალების გმირულ ისტორიას"

ფონტის ზომა

TT


"მე ქედს ვიხრი თქვენი დამსახურების წინაშე,"- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანებს და ვეტერანთა დღე მიულოცა. 

"თქვენ გჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, ჩვენი სახელმწიფო ვალშია თითოეული თქვენგანის წინაშე. თქვენ საფუძველი ჩაუყარეთ ჩვენი თავდაცვის ძალების გმირულ ისტორიას  მინდა გითხრათ რომ თქვენი შემართება, შრომა და სამშობლოს სიყვარული უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისა და მისი წარმატებული მომავლისთვის. გილოცავთ ვეტერანთა დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.