საპატრიარქო საეკლესიო მსახურებისას მრევლს პირბადის გაკეთებისა და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს
img
  • 17 ოქტომბერი, 2020 17:53


საპატრიარქო საეკლესიო მსახურებისას მრევლს პირბადის გაკეთებისა და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს

ფონტის ზომა

TT


COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეკლესიის მღვლდელმსახურებს საპატრიარქოსგან რეკომენდაციები შეტყობინებების სახით გაეგზავნათ. ინფორმაციას საპატრიარქოს პრესმდივანი დეკანოზი, ანდრია ჯაღმაიძე "ფეისბუკის"  საკუთარ გვერდზე ავრცელებს. 

"დღეს მღვდელმსახურებს საპატრიარქოსგან დაეგზავნათ სმს შეტყობინება, საჭიროა მსახურებისას, მრევლმა გამოიყენოს პირბადე, დაიცვას დისტანცია, მსახურების შემდეგ მოხდეს ტაძრის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით," - წერს ანდრია ჯაღმაიძე.