კახა კალაძე: წინა ხელისუფლების რეჟიმი განსაკუთრებით სასტიკი სამეგრელოში იყო, სადაც საწამებელი სამალავებით ცდილობდნენ ხალხის დამორჩილებას
img
  • 18 ოქტომბერი, 2020 00:21


კახა კალაძე: წინა ხელისუფლების რეჟიმი განსაკუთრებით სასტიკი სამეგრელოში იყო, სადაც საწამებელი სამალავებით ცდილობდნენ ხალხის დამორჩილებას

ფონტის ზომა

TT


"ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე, ავტორიტარული რეჟიმის ხელწერა იყო და არის სიცრუე და ძალადობა",-განაცხადა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის-ირაკლი ჩიქოვანის წარდგენაზე.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების რეჟიმი განსაკუთრებით სასტიკი, სამეგრელოში იყო, სადაც საწამებელი სამალავებით, კასრებში დამალული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ცდილობდნენ ხალხის დამორჩილებას.

"ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა საქართველოში 2012 წლამდე, იმ დრომდე, ვიდრე გამოჩნდებოდა ბიძინა ივანიშვილი და მას რიგით ჯარისკაცებად გვერდში დავუდგებოდით საქართველოს მოქალაქეები.

თავიანთი ტელევიზიებით კი მოდელირებულ რეალობას გადმოსცემდნენ და სიცრუის ნიაღვარით ცდილობდნენ ნგრევა შენებად, წაგებული ომი გამარჯვებად, ადამიანების ღირსების შელახვა კი განვითარებად წარმოეჩინათ.
ეს ხალხი ჩვენ ერთად, ერთიანი ძალისხმევით ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას და პირობას გაძლევთ, რომ საქართველოში არასდროს და ვერასდროს დაბრუნდება მოძალადე ხელისუფლება. ჩვენ ეს ყველაფერი მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით ჩავაბარეთ წარსულს. 2012 წლის შემდეგ დავიწყეთ მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული განვითარება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია, მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული რეფორმების განხორციელება ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში",-აღნიშნა კალაძემ.