საქართველოში COVID-19-ის 1192 ახალი შემთხვევიდან 471- თბილისში, 343 აჭარაში, 211- კი იმერეთში გამოვლინდა
img
  • 18 ოქტომბერი, 2020 10:56


საქართველოში COVID-19-ის 1192 ახალი შემთხვევიდან 471- თბილისში, 343 აჭარაში, 211- კი იმერეთში გამოვლინდა

ფონტის ზომა

TT


 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის - მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში covid -19-ის 1192 ახალი შემთხვევიდან 471- თბილისში, 343  აჭარაში, 211- კი იმერეთში გამოვლინდა.

რაც შეეხება ინფიცირების სხვა შემთხვევებს, ენდელაძის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა – 45, შიდა ქართლში – 37, ქვემო ქართლში – 39, გურიაში – 18, სამხე ჯავახეთში -14, მცხეთა მთიანეთში – 13, კახეთში – 11.

ენდელაძის თქმით, გუშინ, 8 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 136-ს შეადგენს.

ცნობისთვის: ქვეყანაში COVID-19-ის 17 477 დადასტურებული შემთხვევაა.