შსს მეტროსადგურებში პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის მონიტორინგს ახორციელებს
img
  • 18 ოქტომბერი, 2020 12:08


შსს მეტროსადგურებში პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის მონიტორინგს ახორციელებს

ფონტის ზომა

TT


შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, „კოვიდ 19“-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებენ.

დედაქალაქში, ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული არიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მეტროსადგურში შემსვლელ პირების მიერ, მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების ტარებას აკონტროლებენ. საჭიროების შემთხვევაში, ინსპექტორები მოქალაქეებს პირბადეებს გადასცემენ. კონტროლი მეტროსადგურების შიდა ტერიტორიაზეც მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და პოლიციის მითითებებს დაემორჩილონ.